"აქციები და პროტესტი გაგრძელდება, დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება" - კვირის პალიტრა

"აქციები და პროტესტი გაგრძელდება, დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება"

აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, აქციები და ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევა ერთმანეთთან კავშირში არ არის.

"აქციები და პროტესტი გაგრძელდება. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა გამოვხატოთ პროტესტი, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ არანაირი პერსპექტივა არ ჩანს იმის თაობაზე, რომ ეს შეთანხმება შედგება, გამომდინარე იმ რიტორიკიდან, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა.

აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, რომ კიდევ დამატებითი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, თითქოს ოპოზიცია ცდილობდეს შეთანხმების ჩაშლას. ეს შეთანხმება და აქციები ერთმანეთთან კავშირში არანაირად არ არის და არცერთი სიტყვა არ თქმულა შეხვედრაზე იმის თაობაზე, რომ აქციები უნდა შეწყდეს", - განაცხადა უდუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"