"ვიმედოვნებ, თვითმმართველობის არჩევნებამდე შესაძლებელი იქნება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა"
03-03-2021
"ვიმედოვნებ, თვითმმართველობის არჩევნებამდე შესაძლებელი იქნება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა"
"მე ვიმედოვნებ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში შესაძლებელი იქნება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში, ოპოზიციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავა დასძენს, ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

"ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეში იმყოფება, პოლიტპატიმრები გვყავს და სამართლიანი არჩევნების უფლება დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა, ძალიან რთულია ნებისმიერ მომავალ არჩევნებზე
საუბარი.

მე ვიმედოვნებ, ადგილობრივ თვითმმართველობამდე ქვეყანაში შესაძლებელი იქნება პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში შევიდეთ პოლიტიკური პატიმრების გარეშე, რეფორმირებული საარჩევნო სისტემით და ხალხის მხრიდან ნდობის აღდგენის პირობებში იმ ადმინისტრაციის მიმართ, რომელმაც არჩევნები უნდა ჩაატაროს",-აცხადებს ბოკუჩავა.

"ინტერპრესნიუსი"

რომანი
04 მარტი 2021 11:56
ოპოზიცია და ამომრჩეველის ინტერესები დაშორდა ერთმანეთს და ამიტომ ოპოზიცია დღითი დღე კარგავს მხარდამჭერებს, კერძოდ ოპოზიციას აინტერსებს ,მარტო მათი ვიწრო პარტიული ინტერესები, ხოლო ამომრჩევლებს გვაწუებს ჩვენი ყოფითი პრობლემები, მაგალითად ისეთი როგორიცაა ქართული ჯარის პრობლემები, კერძოდ ქართულ ჯარს დღემდე გააჩნია 1998-1999 და 2000 წლების 15 თვის გაყინული გაუცემელი სახელფასო დავალიანება, რომელიც დღემდე არ არის გაცემული და ახლა მე რომელი ოპოზიციონერი დამარწმუნებს იმაში, რომ რომელიმე ერთგულია ევროპული ფასეულობების .ქვეყანა , რომელიც საკუთარ ჯაარს ასე ექცევა ვინ მიიღებს ევროკავშირში ან ნატოში. მე მივმართავ ოპოზიციას და პოზიციას ორივეს ერთნაირად თუ თქვენ მართლა გინდათ ქვეყნის წინსვლა იზრუნეთ ამ პრობლემის მოგვარებაზე, მოვა ვირაცა , რომელიც იქნება ამ პრობლემით დაინტერესებული და მერე უყურეთ ორივემ ერთმანეთს ოპოზიციური ველიდან.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?