"თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას" - რას აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი?
"თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას" - რას აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი?
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას.

მისი თქმით, თურქეთი აღნიშნულ პოზიციას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ღიად დააფიქსირებს.

"ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ საქართველო - ნატო-ს ურთიერთობებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას", – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე პრემიერ-
მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები