"აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს ერთად უნდა დაუჭირონ მხარი" - კვირის პალიტრა

"აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს ერთად უნდა დაუჭირონ მხარი"

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის სახელობის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

კარპენტერი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს.

"როდესაც საქმე ეხება საქართველოს, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის", – წერს ამერიკელი დიპლომატი.