"ნიკა შენ ხარ ვაჟკაცი, შენ ხარ ლიდერი - ვამაყობთ შენით!" - კვირის პალიტრა

"ნიკა შენ ხარ ვაჟკაცი, შენ ხარ ლიდერი - ვამაყობთ შენით!"

ნიკა, ჩვენ ვამაყობთ შენით! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ბარამიძის თქმით, დღევანდელი აქციით მათ გამოხატეს სოლიდარობა ნიკა მელიას მიმართ.

"შენ დაიმსახურე პატივისცემა და სიმპატიები მთელი პროდასავლური ცივილიზებული ოპოზიციის, შენზე დღეს საუბრობს არამარტო მთელი საქართველო, არამედ შენზე საუბრობს მთელი ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ-ში საუბრობენ შენი დაპატიმრების თემაზე ისევე, როგორც გიორგი რურუაზე.

დღეს ჩვენ კიდევ ერთელ მოვედით იმისათვის, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა და სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე, ქართული საზოგადოების ზეწოლით, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, ამ უზურპატორმა რეჟიმმა შეიგნოს და გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ჩენი საზოგადოების და სამშობლოს წინაშე, რომ მათ კისერზეა ის ცოდვა და დანაშაული, რასაც ხელისუფლების უზურპაცია ჰქვია, რომ ამ უზრუპაციას ქართველი ხალხი არ შეეგუება. არ შეეგუებიან ჩვენი მეგობრები არც ამერიკაში, არც ევროკავშირში. აუცილებელია, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორც მოიქცეოდნენ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დროს, აქაც დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვეყოლება პოლიტპატიმრები, გვეყოლება ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაცია, გვექნება ნორმალური კანონმდებლობა. ახლა ისინი მუშაობენ ვითომ კანონმდებლობის დახვეწაზე, მაგრამ მათ კანონი საერთოდ არ აინტერესებთ. არანაირი კანონი არ აინტერესდებათ მათ არც 2020-ის არჩევნებში, როდესაც ოპერირებდნენ სუს-ის და პოლიციის მეშვეობით, ადგილობრივი ქუჩის ბიჭების, "ნასედკების" მეშვებით, როდესაც აშინებდნენ ხალხს და ატერორებდნენ, მაგრამ ამ პრობებშიც კი წააგეს მათ", - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში.

"ჩვენ გვჭირდება საქართველო, სადაც არ არის პოლიტიკური დევნა და არ არიან პოლიპატიმრები. ასეთი პატიმრები არიან დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა და მოვითხოვთ ყველა ერთად მათ გათავისუფლებას! ნიკა შენ ხარ ვაჟკაცი, შენ ხარ ლიდერი, შენ ხარ ის კაცი, რომლისგანაც მაგალითს იღებს ნებისმიერი ჩვენგანი, ვამაყობთ შენით!- განაცხადა ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსი"