"უახლოესი დღეების განმავლობაში ნიკა მელიას გათავისუფლებას ველით - თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მისი ქონების უმეტესი ნაწილი გაყინული იქნება" - კვირის პალიტრა

"უახლოესი დღეების განმავლობაში ნიკა მელიას გათავისუფლებას ველით - თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მისი ქონების უმეტესი ნაწილი გაყინული იქნება"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს, უახლოეს პერიოდში, ნიკა მელიას გათავისუფლება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება გაყინული და ჩამორთმეული.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს, უახლოეს პერიოდში, ნიკა მელიას, ისევე როგორც რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოუწევს და თუ ის ამას არ გააკეთებს, მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება გაყინული და ჩამორთმეული. მას დაუდეს პირდაპირი სანქციების მუქარა. მის მიმართ იქნება მიღებული სხვა ზომები. უახლოესი მაქისმუმ კვირების და პრინციპში, დღეების განმავლობაში ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას, ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: