"ნუ­ლი­დან ვი­წყებ­დით ყვე­ლა­ფერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭერი გვქო­ნო­და. დღი­სით ზუ­რას­თან ვი­ყა­ვი და ღამე ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ­დი" - კვირის პალიტრა

"ნუ­ლი­დან ვი­წყებ­დით ყვე­ლა­ფერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭერი გვქო­ნო­და. დღი­სით ზუ­რას­თან ვი­ყა­ვი და ღამე ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ­დი"

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ 14 თებერვალს ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მომღერალი ოჯახთან ერთად საქართველოდან ორი წლის წინ წავიდა. სახლის დაკარგვის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ოჯახის ყველა წევრს ემუშავა და სამ-ოთხ წელიწადში საქართველოში დაბრუნებულიყვნენ - ამბობს მომღერლის მეუღლე ქეთი ვადაჭკორია...

ჩასვლიდან რამდენიმე თვეში ზურა დოიჯაშვილმა თავი ცუდად იგრძნო და მალე საბედისწერო დიაგნოზი, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუსვეს. 267 დღე ებრძოდა კლინიკაში სიკვდილს...

ქეთი ვადაჭკორია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საქართველოშია, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და პრობლემა წლების შემდეგაც მოუგვარებელია. ისრაელში უკან დაბრუნებას არ აპირებს, რადგან მიაჩნია სადაც ზურაა, იქ უნდა დარჩეს...

- ქეთი, რატომ ვერ მოახერხეთ სიცოცხლის ბოლო დღეებში ზურას ჩამოყვანა, სპეციალური მარათონიც ჩატარდა, სადაც შეგროვდა თანხა რეანომობილისთვის...

- ზურა ბოლო დროს ძალიან დამძიმდა და ექიმებმა უფლება არ მოგვცეს, რომ საქართველოში გადმოგვეყვანა. რეანომობილი ძალიან დიდი თანხა ღირდა, თუმცა დათო ოქიტაშვილის წყალობით მარათონი შედგა და ეს თანხა შეგროვდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ორჯერ უფრო მეტი თანხა იყო საჭირო, რადგან პანდემიის გამო ფასი გაიზარდა, თუმცა ეს მაინც მეორეხარისხოვანი იყო, რადგან მარათონიდან ორ-სამ დღეში იმდენად ცუდად გახდა ზურა, რომ ექიმებმა გვითხრეს, ხელს არ მოგიწერთ გადაფრენაზე, რადგან ფაქტობრივად სიკვდილზე მიგყავთო. აფრენა და დაფრენა ამ მდგომარეობაში შეუძლებელიაო.

- ინტერვიუებში მისი მეგობრები დამნაშავედ გრძნობენ თავს, თითქოს სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩინეს...

- მე არავის ვადანაშაულებ ზურასთან დამოკიდებულებაში, არ ვიცი, მათი გულის ძახილი რა არის, მაგრამ მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მისი მეგობრებისთვის. არ მივიჩნევ, რომ რომელიმე მეგობარი ან ახლობელი ზურას წინაშე დამნაშავეა. დღე არ გავიდოდა, ზურა რომ არ მოეკითხათ. - როგორ ფიქრობთ, რომ არა პანდემია, რა იქნებოდა...

- ალბათ პირველი ორი-სამი თვე სანამ ზურა ძალიან დამძიმდებოდა, უფრო ადვილი იქნებოდა მისი გადმოყვანა. პანდემიამდე რეანომობილის თანხა სხვა იყო და შემდეგ გაიზარდა. დათო ოქიტაშვილმა ჩემი თხოვნის გარეშე შეუძლებელი შეძლო... როგორი მადლიერი ვარ მისი არ იცით. უბრალოდ მარათონით შემოვიდა ის თანხა რაც ვიცოდით, რომ რეანომობილს სჭირდებოდა, თანხის თავიდან შეგროვება რომ დაგვეწყო, აზრი არ ჰქონდა, ორ კვირაში გარდაიცვალა ზურა...

- ისრაელში ყოფნისას, როდესაც ზურა საავადმყოფოში იწვა, თქვენ სად ცხოვრობდით?

- მართალია, ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს და ისრაელის მოქალაქეებიც ვართ, მაგრამ ქირით ვცხოვრობდით. დღისით მთელი დღე ზურასთან ვიყავი და ღამე ფიზიკურად ვმუშაობდი. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი წასვლის ერთადერთი მიზეზი ბინის დაკარგვაა. ნულიდან ვიწყებდით ყველაფერს, რომ საქართველოში ჭერი გვქონოდა. იხილეთ სრულად