"არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ... მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს არ იღებს“ - კვირის პალიტრა

"არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ... მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს არ იღებს“

"მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს“,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აცხადებს, ოპოზიცია პრინციპულს არაფერს დათმობს.

"არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის",- წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"