"გიორგი გახარიას გადადგომა ჩვენი გუნდისთვის არასწორი გადაწყვეტილებაა, პირადად გახარიასთვის ეს საზიანოა" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიას გადადგომა ჩვენი გუნდისთვის არასწორი გადაწყვეტილებაა, პირადად გახარიასთვის ეს საზიანოა"

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება პირადად მისთვის არის საზიანო.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა გუნდისთვის არასწორი და არასასიკეთო გადაწყვეტილებაა.

"როდესაც მე ავადმყოფობდი, მაშინ გიორგი გახარია გადადგა, სამწუხაროდ. მე ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც ბრიფინგი მოვისმინე. ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, პირადად გიორგი გახარიასთვის მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"