რა შემთხვევაში შევა "ლელო" პარლამენტში - რას აცხადებს ბადრი ჯაფარიძე? - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში შევა "ლელო" პარლამენტში - რას აცხადებს ბადრი ჯაფარიძე?

„ლელოს“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში „ლელო“ პარლამენტში შევა და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საგამოძიებო კომისია ისე უნდა ფორმირდეს, რომ ოპოზიციის სიტყვა წონადი იყოს.

„რა თქმა უნდა, კი. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევდივართ პარლამენტში და აქტიურად ვიმუშავებთ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე, რადგან ის მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიაშიც მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იმდაგვარად უნდა იყოს ფორმირებული, რომ ოპოზიციის სიტყვა იყოს მართლაც წონადი და არ იყოს მხოლოდ საგამოძიებო კომისია ქაღალდზე, რომ აღნიშვნა მოხდეს სადღაც, რომ გამოძიება ჩავატარეთ. ეს უნდა იყოს რეალური საგამოძიებო კომისია“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"