"ეს იყო გა­მიზ­ნუ­ლი პრო­ვო­კა­ცია" - რას ამბობს ანზორ ჩუბინიძე მასთან, ბერა ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერზე - კვირის პალიტრა

"ეს იყო გა­მიზ­ნუ­ლი პრო­ვო­კა­ცია" - რას ამბობს ანზორ ჩუბინიძე მასთან, ბერა ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერზე

სახელმიწოფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ დაანონსებული ფარული ჩანაწერები არის მიზანმიმართული ქმედება ხელუსლფების წინააღმდეგ.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აბსურდია ბრალდება, თითქოს ის კარდაკარ დადის და ბავშვებს უსწორდება.

"ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული გაუგებარ ჩანაწერებზე. თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა.

აბსურდულია მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნო, რომ ანზორ ჩუბინიძე დადის კარდაკარ და ბავშვებს უსწორდება. ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ და საზოგადოებამ შეაფასოს დანარჩენი. ეს არის დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების" - აღნიშნა ჩუბინიძემ.

ცნობისთვის, "ნოდარ მელაძის შაბათმა" დაანონსა, რომ დღეს ეთერში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ანზორ ჩუბინიძისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერებს გაასაჯაროვებენ.

მათი ინფორმაციით, ბერა ღარიბაშილს უკვეთავს დასაჯოს ის ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარები დაუწერა.