“ქართული ოცნება“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
07-03-2021
“ქართული ოცნება“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და "საჭირო მომენტისთვის" იყო გადანახული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, "ქართული ოცნება" უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე.

"გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის
განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) "კუდის" მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც
ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, "კაგებეს" მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და "საჭირო მომენტისთვის" იყო გადანახული.

ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული.

მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, "ქართული ოცნება" უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ", -ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.
ალექს
08 მარტი 2021 07:58
რა არის ახლა ესა, პოლიტიკაა , ესენი ამ დროს პოლიტიკურად მართავენ ქვეყანას, ეს ორი ?! ვთქვათ და მართალია და იყო ეს საუბარი, ათი წლის კი არა , ათი დღის წინ , მაინტერესებს , რა პოლიტიკური სახის დატვირთვა აქვს, სად არის პოლიტიკური მდგენელი ამ აგორებული ზვირთის ბერას დაურეკია ირაკლისთან ! სახელმწიფო წყობის შეცვლას ითხოვს ბერა და პრემიერი დიქტატურას ამყარებს, მეფე ხდება ბერა , და ეს მეფობა მემკვიდრეობით ბერუკას გადასცეს , ეს გამჟღვნდა ? გაგვაგებინეთ რა დაინახა პოლიტიკური აქ ნაცსაზოგადოებამ , რა არის, უზნეოა უფლისწული ?! გაგეცინება საერთოდ ნაცის ზნეობაზე ფიქრისას, მაგრამ უზნეო იყო კალიგულაც , ლენინიც და ადოლფ ჰიტლერიც , ახლა არ ჩამომათვლევინოთ ათასობით მამაძაღლი უზურპატორი და უზნეოა მიშაც ! პოლიტიკა სადაა , უზნეობა ვთქვათ და არის, ეკონომიკურ წყობას ცვლის ბერა ? არ გვივარგა , მეც ვიცი და უარესისაკენ მიდის ? ბიუჯეტში ოჯახის რჩენის სტატია ჩადეო , გადაამეტა უფლება მოვალეობას და დაავალა პრემიერს და იმან ჩადო, თუ აწი ჩადებს ?!
რით განსხვავდება სხვა ფარული ჩანაწერებისაგან, მიშასი და მისი სტაფის ნალაპარაკევები , ან ბიძამისის? კიდევ სწორედ რომმათ სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმეებს და საქმიანობას ეხება, აქ რა ხდება ამნაირი !? რატომაა ეს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის, რომ ამ ორმა ნაკომკავშირალმა კლანმა, ნაცმა და ქოცმა მოქკავშირის მოოხრებული ქვეყანა ბოლომდე გააბანძა ? რატომ უნდა ვუსმინო და ვუყურო ამ უმსგავსობას, ეს პოლიტიკაა თუ საძაგლობაა, რაში იხარჯება ქვეყნის რეგვენი მმართველების დრო და ენერგია ? ნაცი ხელისუფლებაა, არა ვართო იძახიან? ხელფასი აქვთ ხელისუფალის ? ჰოდა კანონში წერია , რომ დეპუტატი ხელისუფალია, სულერთია უმრავლესობიდანაა თუ უმცირესობიდან, თუ ქუჩაში დაეხეტება, სახელმწიფო თანამდებობა უკავია რაც არ უნდა ვიგინდარა იყოს და ხაზინა არჩენს მასაც და მის ოჯახსაც !ნაცებო, თუ რამ ახალი პროგრამა გაქვთ, ახალი კონსტიტუცია, ახალი ეკონომიკური მოდელი, დადეთ გამოაქვეყნეთ, კანონპროექტად დადეთ , ნუ ყიამყრალობთ ქუჩა ქუჩა , დაგვანახვეთ რომ ბანდა არა ხართ და პარტია ხართ , მაგრამ არ გაქვთ არაფერი ახალი, თქვენ გაქვთ მუცელი და ჯიბე, უთავოები ხართ ! ამის ვერ მომსპობი ქოციც აღარ გვინდა , წადით ორივე და გაიყოლიეთ ის 66 სატელიტი ! მოვა სხვა ,მალე ! ნაცებო ცხვარი ცხარეა და ნუ ცდით ! ქოცი თუ გავუყენეთ უკანმოუსვლელ პოლიტიკურ გზას, თქვენ მათზე წინ წახვალთ , არ გეგონოთ ჩამორჩებით და მათ ადგილას დასკუპდებით, ეგ სპირალური უსასრულოდ მბრუნავი ოცნება ამოიგდეთ თავიდან ! ღმერთო რა დაგიშავეთ ამეებს რომ გადაგვკიდე , ბოლშევიკებს გვანატრებ , ღმერთო ? კომუნისტები ამათთან შედარებით კახაბერები იყვნენ, ეს მე წამომცდა , აქამდე მოგვიყვანე , ღმერთო !? ძირს ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად ! ძირს და სამარადჟამოდ შორს ესენი ქვეყნის მართვისაგან, არცერთი ხმა ამათ , არც მართალს და არც მტყუანს , ორივე ისტორიის სანაგვეზე, თუ რამდენიც არიან ! 66 ! ვინც არიან ამ ორი ციფრიდანაც ჩანს ! რა ქვია ახლა ამას , რა უბედურებაა ჩვენს თავს , მიშა ქვია ამ უბედურებას, ეს მიშას სინდრომია , ჭირია და უბედურებაა მიშა ! აი ეგ შემოგვტენა მტერმა, მაგით დაგვაქცია და გაგვავერანა !
რეზო
08 მარტი 2021 00:56
აი ასე ყველაფრის გაპრავება ღუპავს ქვეყანას. ერთი ნამუსიანი ადამიანიც კი არაა პარტიაში, რომელიც გამოვა და პროტესტს გამოხატავს ამ მანიაკების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?