"აუცილებელია, ბატონი ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს, ვინაიდან, მისი მონაწილეობა გამოიწვევს..."
07-03-2021
"აუცილებელია, ბატონი ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს, ვინაიდან, მისი მონაწილეობა გამოიწვევს..."
აუცილებელია, ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

როგორც კოჟორიძე აღნიშნავს, "ლელოს" გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით აქვს ძალიან მკაფიო, სამართლებრივად სწორი და პოლიტიკურად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია.

მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულს ამბობს საქართველოს კანონმდებლობა.

ამასთან, კოჟორიძე მიიჩნევს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თანამდებობა უნდა დატოვონ ირაკლი ღარიბაშვილმა და ანზორ ჩუბინიძემ.

"ლელო" აგრძელებს და გააგრძელებს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლისათვის მოლაპარაკების პროცესს.
საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული პოზიცია მოლაპარაკების პროცესში. გვინდა, რომ ჩიხური სიტუაცია გადავიდეს მოლაპარაკების პროცესში და სახელმწიფომ ნახოს სწორი გამოსავალი.

ამავე დროს, ამ მოლაპარაკების ინტერესებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, აუცილებელია, ბატონი ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს, ვინაიდან, მისი მონაწილეობა გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის - მოლაპარაკების დისკრედიტაციას.
იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაიწყო, არ შეიძლება, ერთის მხრივ, გამოძიება მიმდინარეობდეს არის თუ არა პრემიერ-მინისტრი მძიმე დანაშაულში გარეული, თან პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში და ღებულობდეს გადაწყვეტილებას. თუ გამოძიება არ დაიწყება, ეს იქნება კიდევ ერთხელ "ქართული ოცნების" მხრიდან იმაზე ხაზგასმა, რომ არანაირი კანონმდებლობა, არანაირი კონსტიტუცია, მართლმსაჯულების, თუ ობიექტური გამოძიების სტანდარტები, ამათ არ ადარდებთ და სისტემის სათავეში არის პრემიერ-მინისტრი", - აღნიშნა კოჟორიძემ.


"ინტერპრესნიუსი"
კოშკა
07 მარტი 2021 22:50
უკაცრავად მაგრამ, თქვენ ვინ გეკითხებათ მოლაპარაკებში ვინ მიიღებს მონაწილეობას/ ქართველი ხალხი ამაყობს ღარიბაშვილის პიროვნებით, ქვეყანაში ძლივს გამონათება დაიწყო,იმედი მოეცა ხალხს სამართლიანობის აღდგენის,ხარახურა და მოღალატეები შორს ჩვენგან.

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ?