„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ნიკა მელიას საარჩევნო შტაბიდან ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ - კვირის პალიტრა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ნიკა მელიას საარჩევნო შტაბიდან ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები ნიკა მელიას საარჩევნო შტაბიდან ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ.

ავტოკოლონის მონაწილეები ჯერ გლდანის გამგეობასთან გაჩერდებიან და აქციას გამართავენ, შემდეგ რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართებიან, საბოლოოდ კი აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ.

მათი ორი ძირითადი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნაა.

"დღეს ვგეგმავთ ავტოკოლონით მსვლელობას. პროტესტი გვექნება გამგეობებთან, შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან. ვუცხადებთ მხარდაჭერას, გვერდში დგომას ნიკა მელიას. ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლება არ არის მხოლოდ სამინისტროები, მათი ნაწილია გამგეობებიც და შესაბამისად, ჩვენი პროტესტი მოიცავს მათ შორის თვითმმართველობის ორგანოებსაც", - აღნიშნა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზვიად კუპრავამ.