მარტვილის ეპარქიაში შეხლა-შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ - კვირის პალიტრა

მარტვილის ეპარქიაში შეხლა-შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ

მარტვილის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

"ტვ პირველის“ ინფორმაციით, ტრავმა მიიღო მათმა ოპერატორმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანდა მათი ჟურნალისტი. ამასთან, "მთავარის არხის" ინფორმაციით, ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, სხვადასხვა დაზიანება მიიღეს "რუსთავი 2-ის“, "ფორმულას“ და "პოსტივის“ წარმომადგენლებმა.

"ინტერპრესნიუსი"