მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას კახი კალაძე - რას აცხადებს დედაქალაქის მერი? - კვირის პალიტრა

მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას კახი კალაძე - რას აცხადებს დედაქალაქის მერი?

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" დატოვებას არ აპირებს.

მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს ის "ოცნებას" ტოვებს არასწორია და მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება.

"ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება და ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების და თვეების განმოვლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკვაშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებ. მე არასდროს არ გადამიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხიმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტებს ვახორციელებ. შესაბამისად, გადაწყვეტილება, როგორიც იქნება მიღებული, გეცნობებათ"-, განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"