"განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ საარჩევნო რეფორმას" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე"? - კვირის პალიტრა

"განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ საარჩევნო რეფორმას" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე"?

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშით დასტურდება, რომ ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული.

"მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რომელიც ადასტურებს, რომ "არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული". მე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ საარჩევნო რეფორმას, რათა მასში გათვალისწინებული იყოს უახლესი რეკომენდაციები", - წერს ზურაბიშვილი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი ეუთო/ოდირს შეფასებისთვის დღეს გადაეგზავნა.

"ინტერპრესნიუსი"