"რასაც ოპოზიციისგან ვისმენთ, მხოლოდ ულტიმატუმებია"
"რასაც ოპოზიციისგან ვისმენთ, მხოლოდ ულტიმატუმებია"
"გახარიას მიმართ სიმპათია მეც მქონდა"

მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, ოპოზიციის ყველაზე დესტრუქციულ ნაწილთანაც კი. მათი მტკიცებით, ყველა საკითხზე უკვე გადადგმული აქვთ ნაბიჯები. შესაბამისად, იმედოვნებენ, რომ ოპოზიციის კონსტრუქციულობის შემთხვევაში მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდება. როგორი შეიძლება იყოს "ქართული ოცნების" კონსტრუქციული წინადადებები, რა გამოსავალს შესთავაზებს მმართველი გუნდი ოპოზიციას, ამის გარკვევას "ქართული ოცნების" ლიდერ გიორგი ვოლსკისთან საუბრისას შევეცადეთ.

- ევროპარლამენტსა და სენატში გამართულმა განხილვებმა ცხადყო, რომ საერთა­შორისო
თანამეგობრობა შეუძლებლად მიიჩნევს დემოკრატიის განვითარებას პარლამე­ნტს გარეთ. გარდა ამისა, ნათლად დააფიქსირეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. როდესაც ევროპარლამენტარები­ და ამერიკელი სენატორები საქართველოს შესახებ დასკვ­ნებს აკეთებენ, ეყრდნობიან ეუთო-ოდირისა და საერთაშორისო­ კვლევითი ორგანიზაციების ანგარიშებს. 2021 წლის 9 თებერვალს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წა­რ­მომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში
გამოაქვეყნეს ყოველ­წლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანა წარმატებით ასრ­ულებს ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლ­ოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვას...

11 იანვარს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოაქვეყნა­ ანგარიში, სადაც პროცესი ისევ დადებითად არის შეფასებული, მარტში კი ეუთო-ოდირის საბოლოო ანგარიშიც გამოქვეყნდა,­ რომელიც ნამდვილად არ იყო სასიამოვნო წასაკითხი "ნაცმოძრაობისა" და მისი სატელიტი პარტიებისთვის. მარტშივე ვნახეთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევები, რომლებიც მიუთითებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს პროცესის პარლამენტში გადატანა სურს. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ საპარლამენტო­ უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს უხელმძღვანელოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას.
ჩვენ 1%-იანი ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი ჩავატარებთ რიგგარეშე არჩევნებს.

- ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ შეთანხმების შემთხვევაში მზად არიან შევიდნენ პარლამენტში. თუმცა შეთანხმების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი პირობა ნიკა მელიას გათავისუფლებაა.
- მათ სურთ სახელმწიფომ აღიაროს­ თითქოს პოლიტპატიმრები ჰყავს და აპრიორი ჩადგეს წაგებულ მდგომარეობაში,­ მსოფლიო საზოგადოებისა და საკუთარი ხალხის წინაშე გამოჩნდეს შეშინებული და დემორალიზებული. ეს კი აუცილებლად აისახება იმ მილიონზე მეტ ამომრჩეველზე, ვინც "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი.

- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მათი თვითმიზანი არ არის აღიარება, რომ პოლიტპატიმრები გვყავს და ამ ეტაპზე ავტომატურად გადაწყვეტს საკითხს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.
- ნამდვილად ასე რომ ფიქრობდნენ, გადაიხდიდნენ გირაოს და გაიყვანდნენ მელიას ციხიდან. მელიამ ჯერ საჯაროდ მოიხსნა სამაჯური და სახელმწიფოს სახეში ესროლა, მერე გამომწვევი განცხადებები გააკეთა, აბა, მოდით, დამიჭირეთო. არის თუ არა ეს იმის მანიშნებელი, რომ "ნაცმოძრაობა", პრინციპულად უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოებრიობას და ქართველ ხალხს? ჩვენ რასაც ვისმენთ ოპოზიციისგან, მხოლოდ ულტიმატუმებია.G

- მელიას კავშირს დანაშაულებრივ ქმედ­ებასთან სხვაგვარად აღიქვამს ოპოზიცია,­ ისევე­ როგორც სხვაგვარად აღიქვამს დასავლელი­ პარტნიორების გზავნილებს ხელისუფლებისთვის...
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთა განცხადებებს რა ინტერ­პრეტაცია შეიძლება მიეცეს, როდესაც ნათლად ამბობენ, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო სამართლიანი. კი ბატონო, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო კოდექსის დახვეწა ნამდვილად არის მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც უნდა იმუშაონ პოლიტიკურმა სუბიექტებმა. თუმცა ეს იმასთან არ არის კავშირში, ჟურნალისტები პოლიტიკური პლატფორმიდან ექსპერტების დაპირისპირებას რომ ცდილობენ და ამის ტირაჟირებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე საკითხების სიღრმეზე. ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვს არ იწვევს. მხარეების შეთანხმების საგანი საარჩევნო კოდექსი და მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს.
სხვათა შორის, ჩვენ სხვა საკითხების კომპრომისული ვარიანტების განსახილველადაც მზად ვართ, მათ შორის თუნდაც საგამოძიებო კომისიის ერთობლივი საქმიანობის.

- ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება შარლ მიშელის 6-პუნქტიან დოკუმენტზე. ოპოზიციონერი ლიდერები, მაგალითად, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ იქ შეტანილია როგორც რიგგარეშე არჩევნების, ისე პოლიტპატიმრების საკითხი.
- ეს არ არის შარლ მიშელის დოკუმენტი, ეს პრობლემური საკითხების ჩამონათვალია, რომელიც არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრობლემის მოგვარების ინიციატივა. ჯერჯერობით ჩვენ იმის გასაჯაროებას ვერიდებით, თუ სადამდე ვართ მისული მოლაპარაკების პროცესში. იმედია ოპოზიცია თავს დაანებებს ულტიმატუმებს­ და შევძლებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას, როგორიცაა­ სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმაა.

- ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე დაბრუნება "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი ახალი გამოწვევაა თუ შეღავათი, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, დესტრუქციული ოპოზიციის ფონზე?
- არ ვიცი, რა ფორმით გამოიხატება­ მისი პოლიტიკაში დაბრუნება, პარტიას შექმნის თუ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი იქნება. მისი გეგმები ჩვენთვის­ უცნობია. გახარიას ნაბიჯი და პოზიცია, რომლითაც ის "ქართულ ოცნებას" დაშორდა, ჩემი შეფასებით პოზიტიური არ იყო. საკითხი ასე იდგა - სახელმწიფოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის უნდა შეეწყო ხელი და კანონი­ დაეცვა, ან ინსტიტუციური რღვევისთვის მიეცა ბიძგი. კანონის უგულებელყოფა ყველა შემთხვევაში დააზარალებდა არა მარტო "ქართულ ოცნებას", არამედ სახელმწიფოს. ასეთ დროს განზე გადგომა არასწორია.

- პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ გახარია სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა. ამას როგორ ახსნით?
- მის მიმართ სიმპათია მეც მქონდა. ის პოზიტიური და ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო. თუმცა მსურს მათ გასაგონად ვთქვა, ვინც გახარიას მიმართ ასეთი სიმპათიით არის განწყობილი, ყველა მისი ქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც ახლა მათ მიერ დადებითად არის შეფასებული, გუნდის ერთიანი პოზიციით იყო განპირობებული.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები