"იმედია დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ხელისუფლება დათმობს"
"იმედია დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ხელისუფლება დათმობს"
"სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციური პარტიების მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი ტაქტიკური შეცდომაა, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას". გვესაუბრება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე:

- ჩვენ სრულად ვეთანხმებით მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების წერილის სულისკვეთებას და ხელსაც ვაწერთ, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია, ამ მოლაპარაკების წინ მსგავ­სი განცხადებები ტაქტიკურ
შეცდომად მიგვაჩნია. კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას ან ოპოზიციას, არამედ საქართველოს. ამიტომ ახლა ერთმანეთისთვის ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ-ახალი­ ბარიერები დაწესება სწორად არ მიგვაჩნია.A ჩვენ გვინდოდა ეს წერილი გამოქვეყნებულიყო იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება კვლავ ჩაიშლებოდა, რათა მოსახლეობა საქმის კურსში ჩაგვეყენებინა, თუ
ვის გამო და რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება.

- "ოცნებამ" მოლაპარაკების დაწყებამდე ორი დღით ადრე საგან­გებო სხდომა გამართ. მათ განცხადებებში რა წაიკითხეთ საგულისხმო,­ რაც დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემდა?
- მე არ ვიცი, რაზე იმსჯელეს პოლიტსაბჭოზე, დახურულ სხდომაზე, საჯაროდ კი მათ ახალი არაფერი უთქვამთ.

- როგორ ფიქრობთ, მედიაციის მეორე რაუნდი შედეგიანი იქნება?
- ვფიქრობ, მედიაციის მეორე ეტაპი ისეთივე რთული იქნება, როგორიც პირველი იყო. თუმცა იმედს მაძლევს ევროსაბჭოს პროაქტიულობა.

ასეთ მცირე შუალედში ისეთი მაღალი რანგის პერსონის ჩამოსვლა, როგორიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელია, მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი დიდია და მათი მედიაცია ნაყოფს გამოიღებს.

ილუზია არა მაქვს, რომ "ოცნება" რაციონალური იქნება, ამის ფიქრის საფუძველს ღარიბაშვილის განცხადებები მაძლევს, მაგრამ იმედია დასავლელი პარტნიორების "ზეწოლის" შედეგად ხელისუფლება დათმობს. მოლაპარაკების პირველ ეტაპზე "ოცნების" ხისტი პოზიციის გამო ვერ მოხერხდა შეთანხმება. შედარებით იოლ თემებთან დაკავშირებითაც კი, მაგალითად, ისეთზე, როგორიც არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემა. მედიატორის ყველა წინადადება დაბლოკეს.

- ახლა რისი იმედი გაქვთ?
- იმედია, მედიატორთან უფრო ნაყოფიერად ითანამშრომ­ლებენ. გასაგებია, რომ ოპოზიციასთან არ შეუძლიათ საუბარი, მედიატორს მაინც ელაპარაკონ.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები