"ნიკა გვარამია ზოგადად არის ეტალონი სიძულვილის, ბოროტების, ღვარძლის ნთხევის და დღეს გახდა მოსიყვარულე?!" - კვირის პალიტრა

"ნიკა გვარამია ზოგადად არის ეტალონი სიძულვილის, ბოროტების, ღვარძლის ნთხევის და დღეს გახდა მოსიყვარულე?!"

"ნიკა გვარამია ზოგადად არის ეტალონი სიძულვილის, ბოროტების, ღვარძლის ნთხევის და დღეს გახდა მოსიყვარულე?! ამ ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა შეცვალონ და დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ხალხი დაიღალა უკვე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას მოწოდებას, რომ დასრულდეს სიძულვილის ენით საუბარი.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველთვის მზად არის და მიესალმება რიტორიკის შეცვლის მცდელობას.

"ხალხი დაიღალა უკვე და აღარ აქვს ამის მოთმენის უნარი, არც სურვილი და ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე. რატომ უნდა ვილაპარაკო გვარამიაზე, როცა ამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი?! რიტორიტას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ყოველთვის და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირპროპორციულად იქნება ასახული", - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო: