"განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი" - კვირის პალიტრა

"განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას მმართველმა გუნდმა სავარაუდო შეთანხმების დეტალები განიხილა.

კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა საერთო ფორმატში.

"ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე და გაგრძელდება დეტალების განხილვა. ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.