ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიაზე : "გირაოს გადახდა პრაქტიკულად შეუძლებელია - თუ ხელისუფლება გირაოზე ჩამოყალიბდება, ეს სასამართლომ ახალი განჩინებით უნდა განსაზღვროს" - კვირის პალიტრა

ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიაზე : "გირაოს გადახდა პრაქტიკულად შეუძლებელია - თუ ხელისუფლება გირაოზე ჩამოყალიბდება, ეს სასამართლომ ახალი განჩინებით უნდა განსაზღვროს"

პრაქტიკულად შეუძლებელია გირაოს გადახდა, - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი მმართველი პარტიის მხრიდან განცხადებას, რომ მელიას გათავისუფლება მისი მხრიდან გირაოს გადახდაზეა მიბმული.

მისივე თქმით, გირაოს გადახდის განჩინება მას შემდეგ ანულირდა, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და ნიკა მელია დააპატიმრა.

,,პრაქტიკულად შეუძლებელია გირაოს გადახდა, ვინაიდან გადახდის განჩინება ანულირებულია მას შემეგ, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და ნიკა მელია დააპატიმრა. ასევე, გაურკვეველია რა რაოდენობის გირაოზეა საუბარი, რადგან არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც გირაოს თანხას განსაზღვრავს. თუ გირაოზე ჩამოყალიბდება ხელისუფლება, ეს სასამართლომ უნდა განსაზღვროს ახალი განჩინებით და კვლავ გამოიტანოს გირაოს შესახებ გადაწყვეტილება", - განმარტავს უდუმაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"