"თავშეყრის ადგილები კერძო ბინები, კერძო სახლები გახდა, რომლებიც ქირავდება - ადამიანები თავს იყრიან და ირღვევა პირობა, რომ ბევრნი არ უნდა შეიკრიბონ!" - კვირის პალიტრა

"თავშეყრის ადგილები კერძო ბინები, კერძო სახლები გახდა, რომლებიც ქირავდება - ადამიანები თავს იყრიან და ირღვევა პირობა, რომ ბევრნი არ უნდა შეიკრიბონ!"

თავშეყრის ადგილები კერძო ბინები, კერძო სახლები გახდა, რომლებიც ქირავდება - ადამიანები თავს იყრიან და ირღვევა პირობა, რომ ბევრნი არ უნდა შეიკრიბონ! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლადო კახაძემ გააკეთა, რომელმაც მოსახლეობას მიმართა, პანდემიიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ასეთ ქმედებაზე უარი თქვან.

კახაძემ მოსახლეობას ასევე მოუწოდა, რომ "ნუ უგანებენ პირბადეს" და პირბადის გარეშე არსად არ იყვნენ.

"დროზე ადრე ნუ ვიწამებთ იმას, რომ დაავადება დაძლეულია და რუბიკონი გადავლილია. მსოფლიო მესამე ტალღაზე ალაპარაკდა. გაჩნდა რამდენიმე შტამი. სამწუხაროდ, მოსახლეობის პასუხისმგებლობამ ნელ-ნელა იკლო. ვირუსი ელოდება ჩვენს მოდუნებას და დროზე ადრე იმის რწმენას, რომ ჩვენ მაგრები ვართ. დღეს გამომჟავნებული ციფრი - 673 მატების ისეთი ნიშანია, რაც ყურადღებას ითხოვს", - განაცხადა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"ინტერპრესნიუსი"