"ეს გეგმა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მელია და სხვები იქნებიან გათავისუფლებული" - კვირის პალიტრა

"ეს გეგმა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მელია და სხვები იქნებიან გათავისუფლებული"

"თუ შემოთავაზებულ დოკუმენტში არ იქნება საუბარი რაიმე დათქმით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ნებისმიერ სხვა პირობებზე დათანხმება მართლმსაჯულების, ან საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით იქნება პოლიტიკური შეცდომა. ამით მხოლოდ დამატებით ლეგიტიმაციას აძლევენ ხელისუფლების მკვდრადშობილ "კეთილ ნებას" რეფორმებთან დაკავშირებით და სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს", - წერს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "ფეისბუქზე" და ოპოზიციას გარკვეულ "რჩევებსაც" აძლევს:

"უკეთესია მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტში უპირობო შესვლაზე, შემდეგი ფორმულირებით:

"არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ვითვალისწინებთ დეფაქტო მდგომარეობას, მაღალ სახელმწიფოებრივ რისკებს, ჩვენი დასავლელი მეგობრების თხოვნას, რათა მივაღწიოთ რეალურ და არა ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ ფსევდო რეფორმებს.

ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

ეს გეგმა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მელია და სხვები იქნებიან გათავისუფლებული", - წერს გია ხუხაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: "ხელისუფლება, რომელმაც "მკვლელობის დამკვეთი" ამხილა, იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ დაქირავებულ "ქილერთან"