"ორი მნიშვნელოვანი საკითხია - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები" - კვირის პალიტრა

"ორი მნიშვნელოვანი საკითხია - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები"

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში ორი ძირითადი საკითხია გადასაწყვეტი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამის შესახებ მინაშვილმა ჟურნალისტებს მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელია.

"ორი მნიშვნელოვანი საკითხია - პოლიტპატიმრების: ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ცვლილებებამდე, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის", - განაცხადა მინაშვილმა.