"კრიზისი უკვე იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები თავისას არ თმობენ - ვინც შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ქვეყანა არ უყვარს" - კვირის პალიტრა

"კრიზისი უკვე იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები თავისას არ თმობენ - ვინც შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ქვეყანა არ უყვარს"

"ეს კრიზისი უკვე იწილო- ბიწილოს და ბასტი -ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები თავისას არ თმობენ", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ეს ქვეყანა და ვის - არა.

"ამ პროცესებისას კიდევ უფრო გაღარიბდა და და გაღატაკდეს ქვეყანა. თუ ვინმეს რეალურად უნდა ქვეყანასა და ხალხზე ვიფიქროთ, ეს არის ის შესაძლებლობა და შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას არავინ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს. დღეს გამოჩნდება ვის უყვარს ეს ქვეყანა და ვის - არა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აქვს, რომ ეს კრიზისი ან ასე, ან ისე გადაწყდეს. უხერხულია ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მეგობრების წინაშე და ხალხის წინაშე. ხალხს აქვს თავისი რეალური პრობლემები და ამ დროს ნახევარი წელია მიდის გაუთავებელი რაღაცა, ჩამოვიდა ეს კაცი და კიდევ ერთხელ უნდა დაგვსვას, გვითხრას, რომ იქნებ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას. იმ კაცს კი არ სჭირდება შეთანხმება, დანიელსონს კი არ სჭირდება, სჭირდება ხალხს. ამიტომ ყველამ კეთილი უნდა ინებოს და თავისი დათმოს.

არ ვიცი ან "ოცნება" რაზე წამოვა და ან ოპოზიცია, რას დათმობს. გუშინ დანიელსონმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები, რომ მთავარი არის საარჩევნო სისტემისა და მართლმსაჯულების რეფორმა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. ვინც ხელს შეთანხმებას არ მოაწერს, ე.ი არ უყვარს თავისი ქვეყანა და სძულს",- განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"