"როდესაც ერთ ხაზზე ევროპელი დიპლომატები ურეკავენ, მეორე ხაზზე რუსები ჰყავთ და აგულიანებენ, არაფერი დათმოთო" - კვირის პალიტრა

"როდესაც ერთ ხაზზე ევროპელი დიპლომატები ურეკავენ, მეორე ხაზზე რუსები ჰყავთ და აგულიანებენ, არაფერი დათმოთო"

"ოცნებასთან" მიმართებაში ულტიმატუმის ენა უნდა იყოს გამოყენებული, მათ მხოლოდ ეს ენა ესმით, - ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, "ის რაც დღეს ხდება, რუსული თამაშია".

"დარწმუნებული ვარ, როდესაც ერთ ხაზზე ევროპელი დიპლომატები ურეკავენ, მეორე ხაზზე რუსები ჰყავთ და აგულიანებენ, არაფერი დათმოთო. ვთვლი, რომ ის რაც დღეს ხდება, რუსული თამაშია. ცივილიზებული სამყარო კი, რაც არ უნდა დიპლომატიურად ცდილობდეს, რუსულ აგრესიას ზუსტად იგივე მეთოდებით თუ არ ვუპასუხებთ და დავუპირისპირდებით, არაფერი გამოვა. სხვა შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ. სანქციებამდეც აუცილებლად მივალთ.

ხოლო როდესაც სანქცირებული მმართველები გყავს, ეს ქვეყანასაც ეხება და ასე აუცილებლად გადაგვჩეხავენ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

"ინტერპრესნიუსი"