"ვადამდელი არჩევნები ჩემთვის “წითელი ხაზი” არ იქნება... არის რაღაც საკითხი, რომელიც მორალურად "ტეხავს", ფიზიკურად გაზიანებს" - კვირის პალიტრა

"ვადამდელი არჩევნები ჩემთვის “წითელი ხაზი” არ იქნება... არის რაღაც საკითხი, რომელიც მორალურად "ტეხავს", ფიზიკურად გაზიანებს"

ვადამდელი არჩევნები ჩემთვის “წითელი ხაზი” არ იქნება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განმარტა, "გირჩი" ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, თუ ის მორალურად მიუღებელი იქნება.

"მაგალითად პოლიტპატიმრები სხედან ისევ ციხეში. არის რაღაც საკითხი, რომელიც მორალურად "ტეხავს", ფიზიკურად გაზიანებს. ხვალ რომ მე დამიჭირონ და ნიკა მელია წავიდეს ასეთი ტიპის გადაწყვეტაზე ისე, რომ მე ციხეში დამტოვოს, ამას მე ვერ ამიხსნის ვერასდროს და არც მე არ მინდა ასეთი საქციელი ჩავიდინო. ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება და როცა ასეთი გაჭირვებაა და მიტოვება ტეხავს, არ უნდა მივატოვოთ. ასე ვუყურებ მე ამ ამბავს. ვადამდელი არჩევნები ჩემთვის წითელი ხაზი არ იქნება. მე ვაღიარე ეუთო/ოდირის დასკვნა და შესაბამისად ლოგიკურია, მე ეს პოზიცია რომ მაქვს", - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ამაზე ახლოს არასდროს ყოფილან.

"ამაზე ახლოს არ ვყოფილვართ ამ პროცესთან, რომ რამე გამოსულიყო. გუშინ კრისტიან დანიელსონმა თქვა, მე დავდებ დოკუმენტს, რომელზეც ვნახავ რა პოზიცია გექნებათო და ეს მაძლევს იმედს. ფაქტია, რომ ევროკავშირი საკუთარი რეპუტაციით გვეხმარება პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენ ან გვჯერა, რომ რაღაც გამოვა ამ საქმიდან, ან არ გვჯერა. სინამდვილეში, დაჯერება - არ დაჯერება ჩვენს ევროპელ მეგობრებზეა დამოკიდებული. ჩვენ როგორ ვუყურებთ მათ, ამის მიხედვით გჯერა ან არ გვჯერა. ვფიქრობ, იქ საკმარისი ოდენობის პოლიტიკოსია იმისთვის, რომ ერთმანეთს დაეხმარონ იმის გააზრებაში, რომ მნიშვნელოვანია ახლა ამ ხალხთან სწორი ურთიერთობა. დამოკიდებულებაა შეცვლილი, რაც გუშინ დავინახეთ, ადამიანმა თქვა, მე ჩემს წინადადებას დაგიდებთ და ჩამოყალიბდით, რა გინდათო. ასეთი ტიპის პრინციპულობა, რომ მე გადავწყვეტ მტყუან - მართალსო, შანსს აჩენს", - განაცხადა ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"