"მთელი პოლიტიკური ელიტა გვყავს ღრმა კრიზისში - ერთს უნდა, შეინარჩუნოს ის "სიკეთე" რაც ძალაუფლებას ნიშნავს, მეორეს კი უნდა ფეხების ბაკუნით ეს "სიკეთე" გამოგლიჯოს ხელიდან" - კვირის პალიტრა

"მთელი პოლიტიკური ელიტა გვყავს ღრმა კრიზისში - ერთს უნდა, შეინარჩუნოს ის "სიკეთე" რაც ძალაუფლებას ნიშნავს, მეორეს კი უნდა ფეხების ბაკუნით ეს "სიკეთე" გამოგლიჯოს ხელიდან"

"მთელი პოლიტიკური ელიტა გვყავს ძალიან ღრმა კრიზისში, რომელიც ხელმძღვანელობს არა პოლიტიკური ალგორითმებით, ან საღი აზრით, არამედ სურვილებით. ერთს აქვს სურვილი, რომ შეინარჩუნოს ის "სიკეთე" რაც ძალაუფლებას ნიშნავს და მეორეს უნდა ფეხების ბაკუნით ეს "სიკეთე" გამოგლიჯოს ხელიდან", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება იმ ხალხს იყოფენ და წარმომადგენლობაზე აქვთ პრეტენზია, რომელსაც "ერთიც ეჯავრება და მეორეც".

,,ევროპა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდეთ ჩვენ ყველამ. აქ შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე. როდესაც ისინი შემოვიდნენ ამ პროცესში ჰქონდათ გარკვეული ობიექტური ინდიკატორები თუ როგორ შეეხედათ ამ პროცესისთვის. ვფიქრობ, ოპოზიციამ ბევრი არ გააკეთა იმ მიმართულებით, რომ ევროპის და ხელისუფლების კონტრარგუმენტები დაეპირისპირებინა. ოპოზიციამ ეს არ ჩათვალა საჭიროდ. რეალურად, ჩვენ მთელი პოლიტიკური ელიტა გვყავს ძალიან ღრმა კრიზისში, რომლებიც ხელმძღვანელობენ არა პოლიტიკური ალგორითმებით, ან საღი აზრით, არამედ სურვილებით. ერთს აქვს სურვილი, რომ შეინარჩუნოს ის "სიკეთე" რაც ძალაუფლებას ნიშნავს და მეორეს უნდა ფეხების ბაკუნით ეს სიკეთე გამოგლიჯოს ხელიდან. რაც მთავარია, ამისათვის მუშაობა არ უნდათ და სურთ, რომ ეს გადაუწყვიტოს ევროპამ. აბა გამოდით 100 000, 200 000 კაცი იძახიან, წარმოდგენაც არ აქვთ, რა უნდა ამ ხალხს. ოპოზიციას არ აინტერესებს რატომ ჩანს ყველა კვლევაში, რომ ამომრჩევლების აბსოლუტურ უმრავლესობას არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არც ოპოზიცია არ მოსწონს. იმ ხალხს იყოფენ და წარმომადგენლობაზე აქვთ პრეტენზია, რომელსაც ერთიც ეჯავრება და მეორეც. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციამ ხიდები გადოს ამ ხალხთან და ამ ტალღაზე აიყოლიოს, საერთოდ არ არის ამ ხალხთან კომუნიკაციით დაკავებული", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.