"ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და ამას მოგვარება სჭირდება - გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან" - კვირის პალიტრა

"ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და ამას მოგვარება სჭირდება - გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან"

ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება - ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კრიზისის მოგვარებისთვის მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან ექნება.

"გეთანხმებით, ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება, ამისათვის ბუნებრივია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე, ბუნებრივია გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან, შეიძლება ეს იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შეიძლება იყოს კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ. ჩვენ გვექნება მცდელობა და რა თქმა უნდა, გვექნება ყველა შემთხვევაში კონსტრუქციული მიდგომა ყველა თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"