ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სალომე სამადაშვილს შეხვდა - ის საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფება - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სალომე სამადაშვილს შეხვდა - ის საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფება

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება. ის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს შეხვდა.

როგორც სალომე სამადაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფება.

იგეგმება თუ არა მისი შეხვედრა ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლებთან, ჯერჯერობით უცნობია.