შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოში? - რა ინფორმაციას ავრცელებენ ევროპარლამენტარები? - კვირის პალიტრა

შეაჩერებს თუ არა ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოში? - რა ინფორმაციას ავრცელებენ ევროპარლამენტარები?

ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"