"სასწორზე დევს ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი - ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი ავირიდოთ" - კვირის პალიტრა

"სასწორზე დევს ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი - ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი ავირიდოთ"

ევროკავშირის პარლამენტარების ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

მისივე თქმით, სასწორზე დევს არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი.

"ოპოზიციამ ბატონი დაიელსონის 5-პუნქტიანი შეთანხმებიდან 3 საკითხზე სრული თანხმობა განაცხადა; რაზეც მსგავსი თანხმობა "ქართული ოცნებისგან" არ მიგვიღია...

პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, როგორც უაზრო და უშინაარსო, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ "ოცნება" არაა დაინტერესებული, პრეზიდენტ მიშელის მედიატორობით მიღწეულ იქნას შეთანხმება.

"ლელო" და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას დარჩენილი ორი საკითხის შესათანხმებლად.

რაც შეეხება ეკონომიკას, საგანგაშოა ის გარემოება, რომ მთავრობას არ გააჩნია ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა. "ლელო" კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისულებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო. "ლელო" მზადაა თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინოს განსახილველად. მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი", - განაცხადა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"