"ევროპარლამენტარების გზავნილები საქართველოში სერიოზულად უნდა იქნას აღქმული - განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან" - კვირის პალიტრა

"ევროპარლამენტარების გზავნილები საქართველოში სერიოზულად უნდა იქნას აღქმული - განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან"

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან გავრცელებული განცხადება საქართველოში სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში განსხვავებული როლი აკისრიათ.

"მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

"ინტერპრესნიუსი"