"ოპოზიციას არაფერი არ ჩაუშლია, ის არ ეთანხმებოდა ორ პუნქტს და..." - კვირის პალიტრა

"ოპოზიციას არაფერი არ ჩაუშლია, ის არ ეთანხმებოდა ორ პუნქტს და..."

მე მოვედი დანიელსონთან მოლაპარაკების მეორე რაუნდის შემდეგ, რადგან მოვისმინო სხვა პარტიების განწყობები, მოვისმინო რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ გაგრძელებას. რაიმე დღის წესრიგი არ არსებობს, - ამის შესახებ ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ოპოზიციის მხრიდან პოზიციის რაიმე სახის ცვლილებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

"ეს არის პირველი შეხვედრა დანიელსონის მედიაციის მეორე რაუნდის შემდეგ. აქ უამრავი სხვა პარტიაა, რომელსაც აინტერესებს რა ხდებოდა შეხვედრებზე. მე მოვედი დანიელსონთან მოლაპარაკების მეორე რაუნდის შემდეგ, რადგან მოვისმინო სხვა პარტიების განწყობები, მოვისმინო რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ გაგრძელებას. რაიმე დღის წესრიგი არ არსებობს. რაც შეეხება მმართველი გუნდის ბრალდებებს, თითქოს, მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა, დოკუმენტი დევს, ახლაც საჯაროა, შეუძლია ყველას, მმართველ გუნდს მოაწეროს ხელი. რა, დაგინებული იყო რომ ყველას უნდა მოეწერა ხელი და ისე აწერდა მმართველი გუნდი? ოპოზიციას არ ჩაუშლია არაფერი, ის არ ეთანხმებოდა ორ პუნქტს და ეს თქვა საჯაროდ, განსხვავებით "ოცნებისგან", რომელიც ვირეშმაკობს და ამბობს, რომ ვითომ თანახმა იყვნენ. სინამდილეში არაფერზე იყვნენ თანახმა, აგერ დევს დოკუმენტი და მოაწერონ ხელი",- განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"