"საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას ნატო-ს საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა" - კვირის პალიტრა

"საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას ნატო-ს საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე 7 ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.

"დღეს აღვნიშნავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 72-ე წლისთავს.

დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე 7 ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.

საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას მის საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

"ინტერპრესნიუსი"