"ოცნების" აქტივისტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაჭრა ცივი იარაღით" - კვირის პალიტრა

"ოცნების" აქტივისტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაჭრა ცივი იარაღით"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან", გიორგი მღებრიშვილი "ქართული ოცნების" აქტივისტმა დაჭრა.

"ოცნების აქტივისტმა ნაციონალური მოძრაობის წევრი დაჭრა ცივი იარაღით. საკრებულოს ჩვენი ფრაქციის წევრი. ოცნების მმართველობის მეცხრე წელს. დამნაშავე არ დაუკავებიათ", - წერს დეკანოიძე "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, დაჭრის ფაქტი დღეს მოხდა. საკრებულოს წევრს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"