“სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ" - კვირის პალიტრა

“სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ"

"უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება - სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გზა, რომლითაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება, შესაძლოა მოხდეს.

"სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ. უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება და რა ფორმატით იქნება. ვხედავ, რომ ეს დოკუმენტი შეგვიძლია საბაზისოდ ავიღოთ, დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და დავამატოთ ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს. შესაბამისად, ეს გზა არსებობს, მე მინდა შეთანხმების გზით სვლა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა ცოტა მაინც შევამსუბუქოთ, რომელიც დღეს არის და გადავერთოთ ეკონომიკის განვითარებაზე, ხალხის პრობლემებზე მუშაობაზე თუნდაც გამოვიყენოთ საპარლამენტო მექანიზმები ამისთვის, მაგრამ ამას სჭირდება შეთანხმება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ შეთანხმებას - არ განვიხილავ, რა თქმა უნდა, რადგან შეთანხმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ მას ბევრმა მხარემ მოაწეროს ხელი და რაც მთავარია ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც გარანტია იმის, რომ აუცილებლად შესრულდება აღებული ვალდებულებები ყველა მხარის მიერ", - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"