"IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ რამდენიმე პროცენტით არის გაზრდილი საზოგადოების მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ" - კვირის პალიტრა

"IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ რამდენიმე პროცენტით არის გაზრდილი საზოგადოების მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ"

IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებას" არათუ შენარჩუნებული აქვს ის რეიტინგი, რომელიც ჰქონდა და აჩვენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, არამედ, რამდენიმე პროცენტით გაზრდილი არის საზოგადოების მხარდაჭერა "ქართული ოცნების“ მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მის თქმით, კვლევის მიხედვით ჩანს, რომ საზოგადოებაში არჩევნების მიმართ არის სათანადო დამოკიდებულება.

"არჩევნები ლეგიტიმურად არის აღქმული, შესაბამისად, საზოგადოება მხარს არ უჭერს ბოიკოტს. მათ შორის, ოპოზიციური პარტიების ელექტორატის ძალიან დიდი ნაწილიც ბოიკოტს მხარს არ უჭერს. საზოგადოების უმრავლესობა, ნახევარზე მეტი პირდაპირ აცხადებს, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური. შესაბამისად, პარლამენტიც არის ლეგიტიმური. ყველაფერი დღესავით ნათელია და ეს მარტივად, ციფრებში არის გამოხატული, თუმცა ციფრების წინააღმდეგ წასვლასაც კი ახერხებს ეს ოპოზიცია, რაც მათ ბუნებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს", - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"