"თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაუკავშირდება 15 მაისს და მას პანდემიასთან არანაირი კავშირი არ ექნება"
"თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაუკავშირდება 15 მაისს და მას პანდემიასთან არანაირი კავშირი არ ექნება"
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 15 მაისის აქციის საორგანიზაციო შტაბი უკვე შექმნილია, თუმცა, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომელი რეგიონის მოსახლეობას შეხვდება პირველად ოპოზიცია.

"საორგანიზაციო შტაბი უკვე შექმნილია, სადაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელია გაერთიანებული. ახლა მიმდინარეობს ლოჯისტიკური, საორგანიზაციო საკითხების დალაგება, რის შემდეგაც ჩვენ გავალთ რეგიონებში. ეს ალბათ, კიდევ რამდენიმე დღეს წაიღებს. ზუსტად ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, ამ კვირის
ბოლოდან, ან მომდევნო კვირის დასაწყისს ეს არ გადასცდება. დრო ბევრი არ არის და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. განიხილება ორი ვარიანტი, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი იყოს გარკვეულ რეგიონში შეხვედრებში და ასევე, შესაძლოა, რომ რეგიონების ნაწილში შეხვედრები
ინდივიდუალურადაც გაიმართოს. სამუშაო გრაფიკი ახლა დგება, ვინ, სად და როდის უნდა წავიდეს. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ესეც გახდება ცნობილი. წინასწარ ვერ გეტყვით პირველი რომელი რეგიონი იქნება, სადაც შეხვედრა გაიმართება", - განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება გაუარესებული ეპიდისტუაციის ფონზე აქციის ჩატარების რისკებს, როგორც უდუმაშვილი ამბობს, თუ ხელისუფლება მაქსიმალურ ჩაკეტვებზე წავა, აქცია დაანონსებულ დროს მაინც გაიმართება.

"ბუნებრივია, თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, რაც გულისხმობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ბუნებრივია, ეს პრობლემას შექმნის. ასე თუ მოხდება, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაუკავშირდება 15 მაისს და მას პანდემიასთან არანაირი კავშირი არ ექნება. ვიდრე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჩვენ დრო მაინც უნდა გამოვიყენოთ. თუ ჩაკეტავენ, აქცია მაინც გაიმართება, მიუხედავად იმისა, დროში გადაიწევს თუ 15-ში იქნება. ხელისუფლება ტყუილად ცდილობს, რომ ამ აქციის გამართვას მანიპულაციებით ხელი შეუშალოს. აქცია მაინც გაიმართება, ნებისმიერ შემთხვევაში! ჯერჯერობით აქციის გადადება დღის წესრიგში არ დგას. 15 მაისი არის დაანონსებული თარიღი", - განაცხადა უდუმაშვილმა.

არა ტროლი
07 აპრილი 2021 13:29
გახარია რომ ჩამოაყალიბებს პარტიას, აი მაშინ გეყოლებათ დიდი -დიდი 500 კაცი მიტინგზე.................. და ამით დასრულდება თქვენი ოპოზიციონერობაც. ასე, რომ სხვა გასართობი მოძებნეთ.......................

რუბრიკის სხვა სიახლეები