"ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება უბრალოდ შესაძლებლობა, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დიალოგი გავაგრძელოთ"
"ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება უბრალოდ შესაძლებლობა, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დიალოგი გავაგრძელოთ"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გადაწვეტილება,რომელსაც მოსამართლე ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით დღეს მიიღებს, იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულება.

მისი თქმით, პოლიტიკური დაკვეთა ბიძინა ივანიშვილისგან მომდინარეობს.

ასევე, ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება მნიშვნელოვანია მოლაპარაკების პროცესში ჩართვისთვის.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გადაწყვეტილება, რომელსაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი მიიღებს, არ იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება რაიმე სამართლებრივ არგუმენტზე დაყრდნობით მიღებული, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური დაკვეთის შესრულება მისი მხრიდან. ბუნებრივია, პოლიტიკური დაკვეთა
მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილისგან და ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აცნობიერებს ის რამხელა ფასის გადახდა უწევს, ერთი მხრივ, ქვეყანას და მეორე მხრივ, მას პირადად და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს, როდესაც ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, მათ შორის ნიკა მელია და ასევე, გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლების ვალდებულება ჯერ კიდევ 8 მარტის
დროს ჰქონდა ივანიშვილს.

ჩვენ ივანიშვილისგან განსხვავებით, რომლისთვისაც ადამიანების თავისუფლებით და ღირსებით ვაჭრობა ჩვეულებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტია, ადამიანების თავისუფლებით არ ვვაჭრობთ. ამიტომ ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება უბრალოდ შესაძლებლობა მისთვის, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და შემდეგ გავაგრძელოთ მოლაპარაკება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის არჩევნების და რეფორმების საკითხი და არა ის, რომ თავისუფლება გამოვიყენოთ სავაჭრო მონეტად და რამეში გავცვალოთ. ეს ჩვენთვის არის პრინციპულად და მორალურად მიუღებელი" , - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები