"სალომე ზურაბიშვილი მინიჭებულ ვალდებულებას არ ასრულებს - ადამიანები სამართლიან შეწყალებას ელიან და პროცესის გაჩერება, გაუმართლებელია" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილი მინიჭებულ ვალდებულებას არ ასრულებს - ადამიანები სამართლიან შეწყალებას ელიან და პროცესის გაჩერება, გაუმართლებელია"

სალომე ზურაბიშვილი მინიჭებულ ვალდებულებას არ ასრულებს - ადამიანები სამართლიან შეწყალებას ელიან და პროცესის გაჩერება, გაუმართლებელია

ლევან იოსელიანი - სალომე ზურაბიშვილი მინიჭებულ ვალდებულებას არ ასრულებს - ადამიანები სამართლიან შეწყალებას ელიან და პროცესის გაჩერება, გაუმართლებელია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მინიჭებულ ვალდებულებას არ ასრულებს, რაც პატიმართა შეწყალებას ეხება - ადამიანები სამართლიან შეწყალებას ელიან და ამ პროცესის ასე გაჩერება და მასზე უარის თქმა, გაუმართლებელია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

იოსელიანი თქმით, ეს ფუნქცია პრაქტიკულად იუსტიციის სამინისტრომ გადაიბარა - ე.წ. უდოს სახით, თუმცა არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, თუ როგორ და რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლება.

"მსჯავრდებულთა შეწყალება უშუალოდ პრეზიდენტის ფუნქციაა. სალომე ზურაბიშვილმა ეს პროცესი საერთოდ გააჩერა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ყოველთვის არიან კონკრეტული მსჯავრდებულები, რომლებიც შეწყალებას სამართლიანად იმსახურებენ. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რასაც თუ მსჯავრდებული აკმაყოფილებს, შეიძლება შეწყალებული იყოს. ასეთი ტრადიცია საქართველოში ყოველთვის არსებობდა. პატიმრებს ყველა პრეზიდენტი იწყალებდა. რატომღაც მარტო სალომე ზურაბიშვილმა თქვა ამ ფუნქციის შესრულებაზე უარი. იმ ცნობილი შეწყალების შემდეგ, როცა ციხიდან ისეთი ადამიანები გამოვიდნენ, ვინც დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, შეწყალებას არ იმსახურებდა, შეწყალება საერთოდ აღარ ხდება", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

9 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვა.

"ინტერპრესნიუსი"