"გირჩის" სამეფოს ვაკეთებთ, მეფე ჰერმან პირველი საბოა - ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება და დავის გამხილველი გვეყოლება" - კვირის პალიტრა

"გირჩის" სამეფოს ვაკეთებთ, მეფე ჰერმან პირველი საბოა - ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება და დავის გამხილველი გვეყოლება"

"გირჩის" სამეფოს ვაკეთებთ, სადაც ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება, დავის გამხილველი გვეყოლება, რომელიც ჩვენ შორის კონფლიქტებს მოაგვარებს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, "გირჩის" სამეფო თავისუფალი ადამიანების სივრცეა, რომლის მეფე ჰერმან პირველი საბოა.

"ფიზიკურად დავიღალეთ და რაღაც გვინდა დავამთავროთ. თუ შეთანხმდებით, კი ბატონო, შემოგიერთდებით, მაგრამ თუ ვერ თანხმდებით - ჩვენ ასეთი გეგმები გვაქვს... დღეს სამწუხაროდ, ამ გეგმებზე ვერ გეუბნებით, მაგრამ დავიწყებთ დისკუსიას "გირჩის" ახალ ჯგუფში, "გირჩის" სამეფოში, სადაც მხარდამჭერები არიან და მხარდამჭერებთან ერთად მთელ პროგრამას გავივლით, თუ რასაც გავაკეთებთ.

დიახ, მეფე ჰერმან პირველი საბოა. ამ დისკუსიასთან ერთად, ამ ჯგუფში მოხვედრისთვის საჭიროა, რომ ერთი ფულადი ერთეული "გირჩის" ვალუტა გქონდეს. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი საზოგადოების შექმნას ამ სახელმწიფოში, იმისთვის, რომ ჩვენნარი საზოგადოება გადარჩეს, საჭიროა ერთმანეთი დაინახონ, ამიტომ ჩვენ "გირჩის" სამეფოს ვაკეთებთ, სადაც ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება, დავის გამხილველი გვეყოლება, რომელიც ჩვენ შორის კონფლიქტებს მოაგვარებს. ჩვენ გვინდა თავისუფალი ადამიანებისთვის სივრცე შევქმნათ", - განაცხადა ხვიჩაიმ.

"ინტერპრესნიუსი"