"თუ ხელისუფლება რურუას და მელიას მალე გამოუშვებს..." - კვირის პალიტრა

"თუ ხელისუფლება რურუას და მელიას მალე გამოუშვებს..."

"მე ვვარაუდობ, რომ თუ ხელისუფლება ამ ორ პატიმარს - რურუას და მელიას მალე გამოუშვებს, ალბათობა ძალიან მაღალია, რომ შეთანხმება შედგება", - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი.

"მიმდინარეობს პროცესი. თუ ვინმეს ეიმედება ხელისუფლებაში, რომ დანიელსონი წავიდა, შარლ მიშელმა, ბრიუსელმა, ელჩებმა და ვაშინგტონმა თავი დაგვანება - ეს ასე არ არის. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მე ვვარაუდობ, რომ თუ ხელისუფლება ამ ორ პატიმარს - რურუას და მელიას მალე გამოუშვებს, ალბათობა ძალიან მაღალია, რომ შეთანხმება შედგება", - განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, პოლიტიკოსი გამოეხმაურა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტს სურს ოპოზიცია იყოს პარლამენტში, მაშინ დროზე უნდა მოაწეროს ხელი გიორგი რურუას შეწყალებას.

"ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა თუ უნდათ, რურუას შეწყალებას მოაწეროს დროზე ხელი და არავითარ მწვავე კითხვებს არ ველოდები და მე მგონი საერთოდ არ იქნება შეფასებები და კითხვები", - აღნიშნა სანიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"