"დღეს, 9 აპრილს, ვუმასპინძლებ ყველას, ვისაც..." - კვირის პალიტრა

"დღეს, 9 აპრილს, ვუმასპინძლებ ყველას, ვისაც..."

"დღეს, 9 აპრილს, ვუმასპინძლებ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ვისაც ხალხისგან პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"9 აპრილის ერთობის სულისკვეთება გავაგრძელოთ... ღირსების მედალს ერთად გადავცეთ დავით ვანიშვილის ოჯახს, რათა ჩვენ ვიაროთ მისი გამბედაობის და შეუგუებლობის მაგალითზე!"- წერს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, ორბელიანების სასახლეში, 18:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს მოწვეულ სტუმრებს და დათა ვანიშვილს (სიკვდილის შემდეგ) მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოებს.

სახელმწიფო ჯილდო დათა ვანიშვილის ოჯახს გადაეცემა.