"ღმერთი სიყვარულია, გეთანხმები, ოღონდ ეგ სიყვარული ტელე-რადიო სიხშირეზე არ იცვლება" - ჩარკვიანი "უცნობს" მიმართავს - კვირის პალიტრა

"ღმერთი სიყვარულია, გეთანხმები, ოღონდ ეგ სიყვარული ტელე-რადიო სიხშირეზე არ იცვლება" - ჩარკვიანი "უცნობს" მიმართავს

პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი "უცნობის" ორგანიზებით გამართულ აქციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"მთელი თბილისი გამოვალთ და ნახავთ რაოდენობას,  ნახავთ რა რაოდენობა გამოდის აქციაზე"- ამბობდა " უცნობი"!!!! თბილისი ბრძენია - ხალხი ბრძენია - მიუხედავად ხელისუფლების ჩართულობისა, ძალისხმევისა, თბილისი - ხალხი არ გამოვიდა!

ეს ფაქტია და ეს კარგია!

"ღმერთი სიყვარულიაო" თქვა გია გაჩეჩილაძემ!

დიახ, გია, ღმერთი სიყვარულია, გეთანხმები, ოღონდ ეგ სიყვარული ტელე-რადიო სიხშირეზე არ იცვლება, როგორც თავად განაცხადე "იპოდრომის აქცია დაშალეო სააკაშვილმა მითხრა და მე "სიხშირე "მოვთხოვეო".

მოკლედ, მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მუქარა-დაპირისპირება არ შედგა, არ შედგა , რადგან თბილისი მეტი აღარ დაუშვებს დაპირისპირებას, თბილისი თბილი და საოცარი ქალაქია, ბრძენი ხალხით, ბრავო თბილისი!" - წერს თაკო ჩარკვიანი.