"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს - კვირის პალიტრა

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

"ევროპულმა საქართველოს" ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით გიგა ბოკერია აირჩია.

გენერალურ მდივნად წარდგენილია აკაკი ბობოხიძე, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგი წერეთლის კანდიდატურა. ასევე პარტიას ეყოლება საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივანი, სადაც გიორგი კანდელაკის კანდიდატურაა წარდგენილი.

დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ პარტია დატოვეს ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"