"ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინისა საზღვართან? პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ" - კვირის პალიტრა

"ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინისა საზღვართან? პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ქვეყნებს პასუხობს, რომლებიც რუსეთის სამხედრო კონტიგენტის უკრაინის საზღვართან მობილიზების შესახებ რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

"ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინისა საზღვართან? პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობ, ეს ჩვენი ქვეყანაა,"- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებს შეერთებული შტატები, რომელიც ნატო-ს საშუალებით უკრაინაში, საკუთარი ტერიტორიიდან ათასობით კოლომეტრის დაშორებით, მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის ქმედებას.

"ინტერპრესნიუსი"