"მინდა აქედან აფხაზ კაცს, ბენურ კვირაიას მადლობა ვუთხრა - კონფლიქტი მოაგვარა, ეს კონფლიქტი სიძულვილია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მეომარმა კაცმა საკუთარ თავში დაამარცხა" - კვირის პალიტრა

"მინდა აქედან აფხაზ კაცს, ბენურ კვირაიას მადლობა ვუთხრა - კონფლიქტი მოაგვარა, ეს კონფლიქტი სიძულვილია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მეომარმა კაცმა საკუთარ თავში დაამარცხა"

"მინდა აქედან აფხაზ კაცს, ბენურ კვირაიას მივესალმო და გაბედულებისათვის მადლობა ვუთხრა - მამის ტოლა კაცია, რომელმაც კონფლიქტი მოაგვარა, ეს კონფლიქტი სიძულვილია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მეომარმა კაცმა საკუთარ თავში დაამარცხა", - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ბენურ კვირაია საქართველოში ჩამოვიდა და ქართველებს ხელი ჩამოართვა, რადგან აწუხებს ყოფა, რაც აფხაზეთშია და სურს, უკეთეს მომავალზე ვილაპარაკოთ.

ელისაშვილმა მზაობა გამოთქვა, მას თბილისში უმასპინძლოს და ქართველებისა და აფხაზების უკეთესს მომავალზე ელაპარაკოს.

"სოციალურ ქსელში ალბათ, ნახეთ აფხაზი კაცის, სხვათა შორის ჩვენს წინააღმდეგ ნაომარი კაცის ვიდეო, თუ როგორ სვამდა ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს. ეს კაცი არის ბენურ კვირაია, "აკუნს" ეძახიან. 1992 წელს ერთ-ერთი შენაერთის მეთაურიც კი იყო და ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა. მან თავისი ქართველი მეგობრის დავით კვარაცხელიას სახელზე, აძუჟბაში კვერი გააშენა და ამის თქმას არ მოერიდა. ის იყო აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ბჟანიას მრჩეველი და შემდეგ გაბედა და აქეთა საქართველოში ჩამოვიდა. მას ქართველებთან, თავის მეგობრებთან ჰქონდა შეხვედრა. შემდეგ სადღეგძელოც დალია და ამის თაობაზე ხმამაღლა ისაუბრა, რის გამოც უზარმაზარი რისხვა დაატყდა თავს. მისმა ვიდეომ და აფხაზეთიდან აქეთა საქართველოში ჩამოსვლამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.