“საქართველოში თემიდამ თვალი გაახილა” - კვირის პალიტრა

“საქართველოში თემიდამ თვალი გაახილა”

ექსპერტი გია ხუხაშვილი ნიკა მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებას "ფეისბუქზე" ეხმაურება და წერს:

"იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პოზიტიური გზავნილი რეალურად ნეგატიურ ხასიათს ატარებდეს: "საქართველოში თემიდამ თვალი გაახილა"

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.